რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა ამჯერად კრივოი როგზე განახორციელა
რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა ამჯერად კრივოი როგზე განახორციელა. რუსული ძალების სამიზნე სასტუმრო გახდა. დაიღუპა 2 და დაშავდა 30-მდე ადამიანი. უკრაინული მხარის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. დრონებით განხორციელდა თავდასხმა სუმის ოლქზეც, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.