2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება. რეგისტრაცია 2 აპრილის 18 საათამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, იმ გამომცდელებს, რომლებიც გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს 2 აპრილის 18:00 საათამდე გადაიხდიან, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, შესაძლებლობა ექნებათ, 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია. რაც შეეხება პირებს, რომლებიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, რეგისტრაციის თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება.