გამოცემა „ბილდის“ ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის“ აღდგენაზე საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს
გამოცემა „ბილდის“ ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის“ აღდგენაზე საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს. გამოცემა წერს, რომ ამ მისიით გრენელი შვეიცარიაში რამდენჯერმე შეხვდა რუსეთის წარმომადგენლებს. ჩრდილოეთ ნაკადზე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შესაძლო შეთანხმება, ამერიკელი ინვესტორების შუამავლობით, რუსული გაზის ტრანსპორტირებას ისახავს მიზნად.
