ღამით უკრაინის დედაქალაქში დრონებით თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ჩაირთო
ღამით უკრაინის დედაქალაქში დრონებით თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ჩაირთო. რამდენიმე რაიონში რუსული რაკეტების ნამსხვრევები ჩავარდა. ვრცელდება ცნობები აფეთქებებისა და ხანძრების შესახებ. ქალაქის ადმინისტრაციამ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტების სამიზნეში დედაქალაქის ჩრდილო აღმოსავლეთ რაიონები მოექცა.