USAID-სა და "ნედთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დემოკრატიის სახელით რეალურად ჩვენს ქვეყანაში აზიანებდნენ დემოკრატიულ პროცესებს
USAID-სა და "ნედთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დემოკრატიის სახელით რეალურად ჩვენს ქვეყანაში აზიანებდნენ დემოკრატიულ პროცესებს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თავად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ფულს ხარჯავდნენ არა დახმარებისთვის, არამედ მათი მიზანი იყო ცალკეულ ქვეყნებში მთავრობების ცვლილება.