აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი: საქართველო ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონის მიღებას, რასაც USAID-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და ამბოხების მცდელობა მოჰყვა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი აცხადებს, რომ საქართველო ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონის მიღებას, რასაც USAID-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და ამბოხების მცდელობა მოჰყვა. ამის შესახებ მაიკ ბენცმა შონ რაიანის შოუში ვრცლად ისაუბრა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფარული საქმიანობის მხილებით ცნობილი ბენცი განმარტავს, რომ USAID-ი ცდილობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ ვერ გამოავლინონ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჩარევის მასშტაბები