პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზეა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი
პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზეა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი. ის ამბობს, რომ გამოძიებას კონკრეტულ მტკიცებულებებს წარუდგენს და ისაუბრებს იმ პოლიტიკურ ჯგუფზე, რომელიც, მისივე თქმით, წლებია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. გამოკითხვაზე მოწმის სახით იმყოფებოდა ნანა კაკაბაძე. ის ექვსი საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს. გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ საგამოძიებო უწყებაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.