გენერალურ პროკურატურაში ნანა კაკაბაძე გამოიკითხა
სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ნანა კაკაბაძე გამოიკითხა. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა მთავარი საგამოძიებო უწყება ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. მისი განცხადებით, გამოძიებას კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სწორედ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო, სავარაუდო პერიოდი - ბოლო 13 წელია.