„ქურდული სამყარო“ - 26 დაკავებული
„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „კანონიერ ქურდზე“ მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა - პროკურატურამ ბრალდება 30 მოქალაქეს წარუდგინა. აქედან 26 დაპატიმრებულია, ოთხს კი თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა.