რუსული არმია დონეცკის ოლქში ქალაქ პოკროვსკზე შეტევას განაგრძობს
რუსული არმია დონეცკის ოლქში ქალაქ პოკროვსკზე შეტევას განაგრძობს. მძიმე ბრძოლის მიუხედავად, ოკუპანტმა ქალაქზე კონტროლის დამყარება ვერ შეძლო. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24-ხ საათში რუსული არმიის 50- ამდე შეტევა მოიგერიეს. პარალელურად, უკრაინის არმია რუსეთის კურსკის ოლქში კონტრიერიშზე გადავიდა და 5 კილომეტრით წინ წაიწია. უკრაინელების წინსვლას არ ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
