დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმ სამუშაო ჯგუფს აუქმებს, რომლის სამიზნეც რუსი ოლიგარქები იყვნენ
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმ სამუშაო ჯგუფს აუქმებს, რომლის სამიზნეც რუსი ოლიგარქები იყვნენ. შესაბამისი შინაარსის მემორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს გამოსცა. ჯგუფი 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა. ის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებასა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევაში იყო ჩართული. გენერალური პროკურორის მემორანდუმში აღნიშნულია, რომ რესურსი, რომელიც ახლა სანქციების აღსრულებისა და ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევისკენ არის მიმართული, ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ გადამისამართდება.
