პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა
პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა იმსჯელეს გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილებებზე, რასაც ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ პარლამენტი ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ევროინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს.
