"პოლიტიკო" წერს, რომ ევროკავშირი სანქციების მე-16 პაკეტშიც არ აკრძალავს სრულად რუსული თხევადი გაზის იმპორტს
"პოლიტიკო" წერს, რომ ევროკავშირი სანქციების მე-16 პაკეტშიც არ აკრძალავს სრულად რუსული თხევადი გაზის იმპორტს. ევროკომისიის მიერ მომზადებულ ახალ პაკეტში რუსული ენერგომატარებლების იმპორტის მხოლოდ ნაწილობრივი შეზღუდვაა ასახული. რუსული ბუნებრივ აირის აკრძალვას ევროკავშირის წევრი 10 სახელმწიფო, მათ შორის ფინეთი, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ითხოვენ. სამაგიეროდ, პოლიტიკოს ცნობით, ანტირუსული სანქციების მე-16 პაკეტში მოხვდა ახალი შეზღუდვები , რომლებიც შეეხება რუსული ნავთობის გადამზიდველ ე. წ. ჩრდილოვან ფლოტს და ასევე რუსული ალუმინის იმპორტს.