დონალდ ტრამპი კონგრესისგან კანონპროექტის მიღებას ითხოვს, რომელიც საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს
დონალდ ტრამპი კონგრესისგან კანონპროექტის მიღებას ითხოვს, რომელიც საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მაიამიში, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა. ტრამპის თქმით, აუცილებელია როგორც საზღვრის დაცვის თანამშრომელთა რაოდენობის, ისე მათი ხელფასების და ბონუსების გაზრდა.