კომპანია „მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს
კომპანია „მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს და 27 იანვარს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე შეფერხებას ეხმიანება. განცხადებაში ვკითხულობთ: მაგთიკომის ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა. რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვარს, 21 საათსა და 21 წუტზე, საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება. მაგთიკომის ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვარს, პირველ საათსა და 54 წუთზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.