საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო განცხადებას ავრცელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქეთა ნაწილი ცდილობს სრული კონტროლი მოიპოვოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამ მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარეობს მძიმე ზეწოლისა და მუქარის კამპანია. სამეურვეო საბჭო განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილის გემოვნებას და მსოფლმხედველობას ვერ მოერგება.