თურქმენეთის პრეზიდენტმა მაყვალა გონაშვილი მახთუმყულ ფირაგის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა
თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილი მახთუმყულ ფირაგის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა. ჯილდო ქართველ პოეტს მწერალთა სახლში თურქმენეთის ელჩმა გადასცა. მაყვალა გონაშვილს თურქმენეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორის სახელობის პრემია, მისი დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, მწერლის შემოქმედების ქართულად თარგმანისთვის მიენიჭა, რომელიც კრებულის სახით გამოიცა