მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი , მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი გაესვა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობას. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებს; ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთის მხარდამჭერი პოზიციის მნიშვნელობაზე.