ნატოს გენერალური მდივანი ევროპას თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს
ნატოს გენერალური მდივანი ევროპას თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ თუ ეს არ მოხდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ. მშვიდობის მიღწევა ვერ მოხერხდება, თუ პუტინი უკრაინაში თავისას მიაღწევს - ის წარსულში ომების დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო კიდეც: საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 და 2022 წელს, რა იქნება მომდევნო სამიზნე? - აღნიშნა მარკ რუტემ.