შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ჯგუფმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენის იურიდიულ უფლებამოსილებას მიანიჭებს
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ჯგუფმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენის იურიდიულ უფლებამოსილებას მიანიჭებს. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ წერს. „ვაქციოთ გრენლანდია კვლავ დიდებულად“- ასე ჰქვია კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპს ინაუგურაციის შემდეგ დაუყოვნებლივ შეეძლება გრენლანდიის შეძენის თაობაზე დანიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.