2024 წელს ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა მოიმატა
2024 წელს ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა მოიმატა და - შვიდი მილიონ ოთხასი ათასს გადააჭარბა, რაც 24 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე 24 პროცენტით მოიმატა სამივე საერთაშორისო აეროპორტში რეისების რაოდენობამ. 2024 წელს საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება 10 საერთაშორისო ავიაკომპანიასთან 13 ახალი პირდაპირი რეისის შესრულების თაობაზე.