მიხაილ როთის მორიგ ვიზიტს აგენტურულ მხარდაჭერას უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“
გერმანელი დეპუტატის, მიხაილ როთის მორიგ ვიზიტს აგენტურულ მხარდაჭერას უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკური საქმიანობის მიწურულს გერმანელი დეპუტატის ვიზიტი და მიზანი ქართველი საზოგადოების დაპირისპირება და პროცესების რადიკალიზაციაა.