მმართველ გუნდში იმ საგამოძიებო კომისიაზე საუბრობენ, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი ქმედებები უნდა შეისწავლოს
მმართველ გუნდში იმ საგამოძიებო კომისიაზე საუბრობენ, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი ქმედებები უნდა შეისწავლოს. კომისია, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება. კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა კი სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია, მათ შორის, საზოგადოების ინფორმირებისთვის, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური წარსულის შესახებ.