რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზების პროცესი 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ დაიძვრება
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზების პროცესი 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ დაიძვრება. დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრისთვის მხოლოდ ორმხრივი სურვილი და მზადყოფნაა საჭირო. კრემლის პრესმდივნის განმარტებით, ვლადიმერ პუტინი მზად არის არსებული პრობლემები დიალოგის გზით გადაჭრას. პესკოვმა აღნიშნა, რომ სამომავლო შეხვედრის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა პროცესი ორმხრივი მზადყოფნის საფუძველზე გაგრძელდება. თავად დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მასთან შეხვედრა სურს და ამ დიალოგისთვის ემზადებიან.