რუსული ენერგომატარებლების შეწყვეტის გამო კიევს აკრიტიკებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
რუსული ენერგომატარებლების შეწყვეტის გამო კიევს აკრიტიკებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. პიტერ სიიარტო გაზის შემდეგ ახლა უკვე რუსული ნავთობის ტრანზიტის გადაკეტვის შესახებ უკრაინის პარლამენტში შესულ კანონპროექტს გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე სიიარტომ დაწერა, რომ გაზისა და ნავთობის სატრანსპორტო მარშრუტების დახურვა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.