ყოველ წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულის ღამეს, ყველა მართლმადიდებლის ოჯახში ფანჯარასთან სანთელი ინთება
ყოველ წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულის ღამეს, ყველა მართლმადიდებლის ოჯახში ფანჯარასთან სანთელი ინთება. გამონაკლისი არც გუშინდელი ღამე იყო. ეს ტრადიცია ილია მეორის ინიციატივით , საქართველოში ოც წელზე მეტია მოქმედებს. ასევე ტრადიციულად, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება ალილოს მსვლელობა, და რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის ავლით წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. 16 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება შობის პარაკლისი.
