ამბოხებული იემენელი ჰუსიტების მორიგი თავდასხმის გამო ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, განგაშის სიგნალი ჩაირთო
ამბოხებული იემენელი ჰუსიტების მორიგი თავდასხმის გამო ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, განგაშის სიგნალი ჩაირთო. გამთენიისას თავშესაფრებში გადასვლა იერუსალიმის და თელ ავივის მოსახლეობას მოუხდა. მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ იემენელი ჰუსიტების მიერ ნასროლი რაკეტა ისრაელის ტერიტორიაზე შევიდა, თუმცა მისი განეიტრალება მოხერხდა. ნამსხვრევები კი მოდიინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაშავებულთა შესახებ ცნობა არ ვრცელდება.