რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა მიიტანა
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა მიიტანა. უწყების მტკიცებით, ჰაერსაწინაარმდეგო სისტემებმა, საერთო ჯამში, 68 დრონი გაანადგურეს. რუსეთის სმოლენსკის ოლქში უკრაინული დრონის სამიზნე ნავთობბაზა იყო, სადაც იერიშის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. უკრაინამ დრონებით თავდასხმა ანექსირებულ ყირიმზეც განახორციელა.