ვლადიმირ პუტინმა ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავია ხაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა
ვლადიმირ პუტინმა ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავია ხაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა. ცნობას კრემლის პრეს სამსახური ავრცელებს, და იუწყება, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ავიაკატასტროფის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს. გავრცელებული ცნობით, პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას „უკრაინული დრონების შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის დროს ცდილობდა“. „ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული დრონები ესხმოდნენ თავს და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ თავდასხმებს იგერიებდნენ“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სატელეფონო საუბრის შესახებ ცნობა ოფიციალურმა ბაქომაც გავრცელა.