გერმანიაში მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერ აქციებს პოლიცია ძალის გამოყენებით შლის
გერმანიაში მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერ აქციებს პოლიცია ძალის გამოყენებით შლის. ვიდეომასალა სოციალურ ქსელ X-ზე ვრცელდება. კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან სამართალდამცველები ფიზიკურად აქციის მონაწილეებს, მათ შორის, ქალებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.