ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს
ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს. „ცაჰალის“ სამიზნე ამჯერად ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკი გახდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად რამდენიმე შენობა განადგურდა. დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 44 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 105 ათასს აჭარბებს.