წინასაარჩევნო სკანდალი შეერთებულ შტატებში
წინასაარჩევნო სკანდალი შეერთებულ შტატებში - პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს ნაგავი უწოდა. თუმცა მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ სინამდვილეში პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის ერთ-ერთ ყრილობაზე პუერტო-რიკოს მისამართით სიძულვილის რიტორიკას აკრიტიკებდა. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი ბაიდენის ადმინისტრაციისგან ბოდიშს ითხოვს. თავად ყოფილმა პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მისმა ამომრჩეველმა ჯო ბაიდენს უნდა მიუტევოს, რადგან იგი ვერ აცნობიერებს, რას ამბობს.