პარლამენტთან შეკრებილმა შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს
პარლამენტთან შეკრებილმა შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს. აქციის ორგანიზატორებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენელი თემურ ხონელია შეხვდნენ. შეთანხმდნენ, რომ მორიგი სამმხრივი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ აქციის მონაწილეები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათ გამოკვლევები ჩაუტარდათ, საჭიროების შემთხვევაში კი რეაბილიტაციის კურსს გაივლიან.