გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო, სადაც სამოქალაქო სექტორს საქართველოს კანონი „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ“ გააცნეს. კანონის, რომლის მიზანიც სოფლად მეწარმეობის განვითარების სტიმულირება და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობაა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრისთვის ზოგად პრინციპებს და მოთხოვნებს ადგენს.