სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის კანონი დაარღვია
სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის კანონი დაარღვია. გერმანიის საელჩომ ქრონიკის კითხვას უპასუხა და გამოიკვეთა, რომ საარჩევნო აგიტაციის შესახებ ზურაბიშვილს გერმანიის მთავრობის ნებართვა არ ჰქონდა. საელჩოში ინფორმაცია მხოლოდ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტთან შეხვედრაზე აქვთ. ზურაბიშვილის ვიზიტზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები კი, რომლებიც ევროპაში ხვდებიან სალომე ზურაბიშვილს, გამოხატავენ უპატივცემულობას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ.