„დაჭრილი მებრძოლების საქველმოქმედო გარბენი“
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსის, მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი ოჯახის წევრებმა ლისის ტბაზე გამართულ „დაჭრილი მებრძოლების საქველმოქმედო გარბენში“ მიიღეს მონაწილეობა. საქველმოქმედო მარათონის შედეგად შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გამარჯვებულებს მედლები და სერტიფიკატები გადასცეს.