მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება ოზურგეთში
მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება ოზურგეთში. „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად ექადიისა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდა. მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე ვასილ ჩიგოგიძემ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე, მისი მაჟორიტარობის პერიოდში გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.