საბა ლობჟანიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა
საბა ლობჟანიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. „ატლანტა იუნაიტედი“ „ფილადელფია უნიონთან“ სტუმრად ანგარიშით 0:1 მარცხდებოდა, როდესაც 72-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და თანაგუნდელები წაგებისგან იხსნა. 31 ტურის შემდეგ 34 ქულით „ატლანტა“ სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, ლობჟანიძის ანგარიშზე კი 8 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემაა.