29 სექტემბრის ჩათვლით თბილისში ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი, "ქართველას"თასი გაიმართება
29 სექტემბრის ჩათვლით თბილისში ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი, "ქართველას" თასი გაიმართება. ტურნირი 2009 წლიდან, ვაჟთა წყვილებს შორის ტარდება. შეჯიბრებას წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გარე ტერიტორია მასპინძლობს. „ქართველას თასისთვის“ ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, უკრაინის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს 3 წყვილი იბრძოლებს.