შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაურმა, შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან. ხელი მოეწერა მოწმობების ურთიერთ აღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.