უკრაინის პრეზიდენტმა ე. წ. გამარჯვების გეგმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდენტს გადასცა
უკრაინის პრეზიდენტმა ე. წ. გამარჯვების გეგმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდენტს გადასცა. ვოლოდიმირ ზელენსკის ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უმასპინძლა. ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ბაიდენმა ზელენსკის, დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებაც აცნობა.
