„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მიღებიდან 10 დღე გავიდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილს, ხელი ისევ არ აქვს მოწერილი
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მიღებიდან 10 დღე გავიდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილს, ხელი ისევ არ აქვს მოწერილი. მმართველი გუნდის შეფასებით, ზურაბიშვილი ჰუმანური აქტის წინააღმდეგ წავიდა. "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადოს.