სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. სოხუმის დაცემიდან, 31 წელი გავიდა. აფხაზეთში ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992 – 1993 წლების საომარი მოქმედებების შედეგად საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, საერთაშორისო თანამეგობრობამაც აღიარა. ომს აფხაზეთში ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 250 000-ზე მეტი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა და უსახლკაროდ დარჩა. დღეს პატივს მიაგებენ დაღუპულ გმირებს. გმირთა მემორიალთან მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა.