მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში, რომელშიც წერია, რომ თბილისში მაკკეინის ინსტიტუტის მისიასთან შეხვედრის დროს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მოითხოვა, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართული ოცნება“ არასამთავრობოების ამ ქმედებას ქვეყნისა და ხალხის ინტერესების ღალატს უწოდებს. შეგახსენებთ, ანგარიშის ავტორი ლორა თორნტონია, რომელიც საქართველოში NDI-ის ხელმძღვანელი იყო.