დედაენის ბაღში სპორტული ფესტივალი „სპორტ ფესტი“ ჩატარდა
დედაენის ბაღში სპორტული ფესტივალი „სპორტ ფესტი“ ჩატარდა, რომლის ფარგლებში, შეჯიბრებები, ტურნირები, გასართობი და სათავგადასავლო ღონისძიებები გაიმართა. ფესტივალს გულშემატკივრებისთვის საყვარელი და ცნობილი სპორტსმენები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს რაც შეიძლება მეტი სპორტული ორგანიზაცია და დაინტერესებული ადამიანი, წარმოაჩინოს სპორტული ცხოვრების სტილი, მიღწევები და ისტორია. ასევე დანერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი.