საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჟორჯია“ კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ელენე რამიშვილის გამოფენას მასპინძლობს
საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჟორჯია“ კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ელენე რამიშვილის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა წარმოადგენს ავტორისეული გააზრებით შექმნილ მედეას 16 სახეს, რომლებიც მნახველს ამოგზაურებენ ცივილიზაციის სიღრმეებში და წარმოაჩენენ ისტორიულ ღირებულებებს. ქართველი მხატვარი და დიზაინერი ელენე რამიშვილი, უკვე ათწლეულზე მეტია მოღვაწეობს ფერწერისა და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით. იგი თხუთმეტამდე გამოფენის მონაწილე და ავტორია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ