21 სექტემბერს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღე აღინიშნება
21 სექტემბერს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღე აღინიშნება. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ღონისძიებას ქალაქ თელავში, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ბაზაზე დაესწრო. მინისტრმა საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებსა და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებს იუბილე მიულოცა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვა. ღონისძიების ფარგლებში, მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაც გაიმართა. საზეიმო ცერემონიალზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საშტატო იარაღებით, სამკერდე ნიშნებით, მადლობის სიგელებითა და უწყებრივი მედლებით - დააჯილდოვეს