"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები ამჯერად საჩხერესა და ლანჩხუთში გაიმართება
ქართული ოცნების მხარდამჭერი ღონისძიებები ამჯერად საჩხერესა და ლანჩხუთში გაიმართება. მუსიკოსები და მომღერლები სცენას 20 საათიდან დაიკავებენ. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ- ამ გზავნილის ირგვლივ საჩხერეში აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, გელა დონაძე და ანუკა ცქვიტინიძე, ასევე ზუკას ბენდი გაერთიანებიან, ხოლო ლანჩხუთში მმართველ გუნდს მხარდაჭერას გამოუცხადებენ ქუჩის მუსიკოსები, მირზა მოდებაზე და ბენდი, ასევე თამთა ჭელიძე.