კულტურის სამინისტროს განახლებულ სააქტო დარბაზში ბადრი ქუთათელაძის წიგნის - „დიდუბის პანთეონის“ პრეზენტაცია გაიმართა
კულტურის სამინისტროს განახლებულ სააქტო დარბაზში ბადრი ქუთათელაძის წიგნის - „დიდუბის პანთეონის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი წარმოადგენს ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომს, დიდუბის პანთეონში დაკრძალულ ქართველ მოღვაწეებსა და ხელოვანებზე, მათ ღვაწლზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.