პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ნახევარფინალში ყაზახ სპორტსმენს იპონით სძლია და ტურნირის ფინალში გავიდა
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ნახევარფინალში ყაზახ სპორტსმენს იპონით სძლია და ტურნირის ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ქართველის მეტოქე თურქი ბოლუკ ბასი იქნება. დღეს ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი პარასპორტსმენი ლაშა ყიზილაშვილი მეოთხედ ფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.